მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია II: ადამიანი სიხარულისთვის არის გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

"ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა გაახაროს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

"ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიითა და მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება - ეს არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ სტუმრები ვართ და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.

ჩვენ ვიცით თქმა, - „ღმერთს ებარებოდეთო“. სანამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა გაახაროს. ამას გისურვებთ. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

როცა ჩვენთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილი, საჩუქარი, მე ვეუბნები მათ: „გაიხარე და გაგვახარე“. თქვენც ასე უთხარით სხვებს. ადამიანი სიხარულისთვის არის გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა., სიხარულისთვის არის. ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ, არ დაითრგუნოს თქვენი გონება, არ დაკარგოთ თქვენი იმედი. ღმერთი მუდამ ჩვენთან და ჩვენთანაა", - აღნიშნა ილია მეორემ.