მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"იმედის" დაკვეთით GORBI-ს კვლევა: არჩევნებში 55% "ოცნებას" აძლევს ხმას, 12% "ნაცმოძრაობას"

არჩევნების პროცედურა

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 12% "ნაციონალურ მოძრაობას", 6% "პატრიოტთა ალიანს", 4 %-4% "ლეიბორისტულ პარტიას" და მამუკა ხაზარაძის "ლელოს", 3% "ევროპულ საქართველოს" ასახელებს, 1% დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს".

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა.

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩვნები 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული, მანამდე კი, პარლამენტიმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი უნდა მიიღოს.