მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"იმედის" დაკვეთით GORBI-ს კვლევა: "ქართული ოცნების" რეიტინგი მაღალია

ქართული ოცნების ლოგო

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" რეიტინგი მაღალია.

კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მიმართ დადებითი განწყობის მაჩვენებელი 63%-ია, "ქართული ოცნების" გუნდის ლიდერების საშუალო რეიტინგი კი, 62%.

გამოკითხული მოსახლეობის 45% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის დროს თავს უკეთესად გრძნობს.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა.

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.