მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინვესტორთა საბჭოსთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა

 ინვესტორთა  საბჭო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა ინვესტორთა საბჭოსთან სამუშაო ადგილზე COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და მონიტორინგის პროცესზე სასაუბროდ დისტანციური შეხვედრა გამართეს.

„სექტორული მიმართულებით განვიხილეთ რეკომენდაციები და ზედამხედველობის პროცესი, გავცვალეთ პოზიციები არსებულ, უკვე დამტკიცებულ რეგულაციებზე და ასევე ახლად შემუშავებულ პროექტებზე. რეგულაციების მიღებამდე კერძო სექტორმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რათა დამტკიცებული ნორმები მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის აღსრულებადი და უსაფრთხოების გარანტი გახდეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.