მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბერაია საზოგადოებას აფხაზეთის დღეს ულოვცავს

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

სენაკის მაჟორიტარი ირაკლი ბერაია საზოგადოებას აფხაზეთის დღეს ულოცავს დას აღნიშნავს, რომ წარმატებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება აღწევს ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებს თანამემამულეებსაც.

„ეს დღე გვეკუთვნის ყველას, აფხაზებს, ქართველებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ვისთანაც მრავალსაუკუნოვანი ძმობისა და მეგობრული თანაცხოვრების ისტორია გვაკავშირებს.

აფხაზეთი ყველა ჩვენგანის ცხოვრების წესი და სულის ნაწილია... ერთიანი საქართველო ყველა ჩვენგანის მომავალია. საქართველო ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა. ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს დემოკრატიას, ვავითარებთ ეკონომიკას, სწრაფი ტემპებით მივისწრაფით ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ.

წარმატებები, რასაც ვაღწევთ ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამ წარმატებებს თითოეული მათგანის სახელით და თითოეული მათგანისთვის, მათ შორის, რასაკვირველია, აფხაზების სახელით და აფხაზებისთვის ვაღწევთ.

ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა, ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა ადამიანის ღირსება და უზუნველყოფილია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - წერს ბერაია.