მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი გოგავა: მარგინალებისთვის ხომ ყველაზე საშიში ავტორიტეტები არიან

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის პორტრეტი

„საქართველოში დღეისთვის ვირუსის გავრცელების დონე 4-ჯერ დაბალია, ვიდრე საერთო მსოფლიო მაჩვენებელი. ეს დიდი მიღწევაა!"- ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ, თენგიზ ცერცვაძემ და მარინა ეზუგბაიამ თავის გუნდთან ერთად ვირუსის გავრცელების სისწრაფე მინიმუმამდე დაიყვანეს:

„არავინ იცის როგორ განვითარდება ეპიდემია. ამ ოთხეულმა თავის გუნდთან ერთად ჩვენთვის მოიგეს ძვირფასი დრო და გავრცელების სისწრაფე მინიმუმამდე დაიყვანეს. უკვე მოესწრო ორგანიზაციული გადალაგება, რესურსების მობილიზება, ლაბორატორიების და კლინიკების აღჭურვა, საკარანტინო ზონების ორგანიზება, ეფექტური მედიკამენტების გამოვლენა და ბევრი სხვა. საქართველოში დღეისთვის ვირუსის გავრცელების დონე 4-ჯერ დაბალია, ვიდრე საერთო მსოფლიო მაჩვენებელი. ეს დიდი მიღწევაა! გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია! საზოგადოებამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში თავისი გმირები აირჩია და საკუთარი ბედი მათ ანდო. ხელისუფლებაც გონივრულად იქცევა და მათ რეკომენდაციებს გულმოდგინედ ასრულებს“, - წერს გოგავა.

ირაკლი გოგავას თქმით, მარგინალებისთვის ყველაზე საშიში ავტორიტეტები არიან: ეკლესია, მეცნიერები, ექიმები, სპორტსმენები, ხელოვანები, პედაგოგები... ყველა ის, ვისაც შეიძლება ხალხმა მოუსმინოს:

„მარგინალურ ოპოზიციას ესმის, რომ კრიზისი დაძლევის შემდეგ (კრიზისი აუცილებლად დაიძლევა) ეს ადამიანები, როგორც მინიმუმ, მათ მხარეს არ დადგებიან და ამავე დროს ისინი საზოგადოებრივი აზრის ლიდერები არიან და იქნებიან. ამიტომ მოქმედებენ პრაგმატული პოლიტიკური ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. იყენებენ საკუთარ სპეცსამსახურებს ანუ ტელევიზიებს და ცდილობენ ეჭვი დათესონ ამ პიროვნებების მიმართ. მარგინალებისთვის ხომ ყველაზე საშიში ავტორიტეტები არიან: ეკლესია, მეცნიერები, ექიმები, სპორტსმენები, ხელოვანები, პედაგოგები... ყველა ის, ვისაც შეიძლება ხალხმა მოუსმინოს. არ მუშაობს ეს! გავიზარდეთ! გაიზარდა ერი, რომელიც აუცილებლად განდევნის ღვთისმგმობელ, ხარბ, უპასუხისმგებლო, მარგინალურ, უცხო და არაეროვნულ ძალებს ქართული საჯარო სივრციდან!“, - განმარტავს გოგავა.