მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი წულაია: რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ეს ადამიანები, სააკაშვილის დროს აღტაცებული გვიყვებოდნენ, თუ როგორი ზარ-ზეიმით მიმდინარეობდა ჰესების მშენებლობა

ირაკლი წულაია: 2017 წელს, „ფრონტერას“ უწევდა ტერიტორიის იმ ნაწილის დათმობა, სადაც არ აწარმოებდა ნავთობის მოპოვებას, მაგრამ ტერიტორიის დაბრუნებაზე კომპანიამ უარი განაცხადა,  რაც დავის ძირითადი საგანი გახდა

მედიის გავლენიანი წარმომადგენლები, იაფფასიან, ყალბ სენტიმენტებზე აგებულ სიუჟეტებს და მონოლოგებს არჩევენ, რომლის მიზანიც მაყურებლების ემოციებით მანიპულირებაა. რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ეს ადამიანები, სააკაშვილის დროს აღტაცებული გვიყვებოდნენ, თუ როგორი ზარ-ზეიმით მიმდინარეობდა ჰესების მშენებლობა ,- ჰესების მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს „ბიზნესი იმედზე“ გადაცემის ავტორი ირაკლი წულაია ეხმაურება.

მისი თქმით, ჰესების მშენებლობა არაერთხელ გახდა კონფლიქტების მიზეზი. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი.

„სწორედ მედიამ უნდა მოიძიოს ინფორმაცია, გააჩინოს დისკუსია, გააჟღეროს ეკონომისტების, ეკოლოგების, გეოლოგების, სამოქალაქო საზოგადოების თუ უბრალოდ, მოქალაქეების პოზიციები. შედეგად, ზუსტად ამ დისკუსიამ უნდა შექმნას ის ბირთვი, რის გარშემოც ქვეყანა იტრიალებს მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. მაგრამ, მედია რომელმაც ამ პროცესში მთავარი როლი უნდა იკისროს, ხშირად საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს და პირიქით, ნებსით თუ უნებლიედ, საზოგადოებისთვის ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ნაცვლად პროფესიონალური კვლევებისა და კვალიფიციურ აზრის წარმოჩენისა, მედიის გავლენიანი წარმომადგენლები, იაფფასიან, ყალბ სენტიმენტებზე აგებულ სიუჟეტებს და მონოლოგებს არჩევენ, რომლის მიზანიც არა პრობლემის არსში წვდომა, არამედ მაყურებლების ემოციებით მანიპულირებაა“, -აცხადებს გადაცემის ავტორი.

ირაკლი წულაია დარწმუნებულია, მედიის ფუნქცია სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან ერთად ჰესების მშენებლობის დეტალურად შესწავლა და სახელმწიფოსგან სისტემური ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნაა.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჰესების მშენებლობა საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია და ცეცხლზე ნავთის დასხმას ცდილობენ. მოსახლეობას ახსენებენ წინაპართა საფლავებს, ადებენ დაძაბულ მუსიკას, ქმნიან დრამატულ ფონს, რომ რაჭას ვკარგავთ. არადა, რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ეს ადამიანები, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, 20 წუთიან სიუჟეტში აღტაცებული გვიყვებოდნენ, თუ როგორი ზარ-ზეიმით მიმდინარეობდა ჰესების მშენებლობა“, - აცხადებს რუბრიკაში ვერიფიკაცია“ გადაცემის ავტორი ირაკლი წულაია.