საზოგადოება

ირაკლი წულაია თამარ ჩერგოლეიშვილს: თუ ვიტყვით, რომ ოპოზიციას აწყობს ეკონომიკის დაზარალება, მაშინ ქვეყანას არ აწყობს ასეთი ოპოზიცია

ირაკლი წულაია: „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით, „ფრონტერას“ თემაზე წერილის ავტორ კონგრესმენებთან აქტიურად მართავდა შეხვედრებს
19:51 30.05
დაკოპირებულია

„არიან ადამიანები, ვისაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა გულს უხარებს. ფიქრობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი მათ წისქვილზე დაასხამს წყალს“, - ასე გაეხმაურა „ბიზნესი იმედზე“ გადაცემის ავტორი ირაკლი წულაია რუბრიკაში „ვერიფიკაცია“ თამარ ჩერგოლეიშვილის ერთ-ერთ პოსტს „ფეისბუქში“.

მისი განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მძიმე კრიზისი იქნება 1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. გაეროს მონაცემებით, მსოფლიო დასაქმებულების 81%-ის სამუშაო ადგილები მთლიანად ან ნაწილობრივ დაიხურა. ეკონომიკურ შეფერხებას მსოფლიოს ყველა კუთხეში ელიან. მოსალოდნელი კრიზისი შეეხება თითქმის ყველა ქვეყანას, თითქმის ყველა სფეროს და თითქმის ყველა ადამიანს.

აი, რას წერს ფეისბუკში ოპოზიციის მთავარი „ინფლუენსერი “ თამარ ჩერგოლეიშვილი. „კორონამ ვერანაირი გეგმა ვერ ჩამოგვამხო! პირიქით - ეკონომიკის დაზარალება ოპოზიციას აწყობს - გონება დაძაბეთ“. არ ვიცი რამდენად დაძაბული ჰქონდა გონება ქალბატონ თამარს, როდესაც ამ დასკვნამდე მივიდა. მაგრამ ფაქტია, რომ სადღაც ძაბვა დააკლდა, თორემ მარტივად მიხვდებოდა, რომ შეუძლებელია ვინმეს ეკონომიკის დაზარალება აწყობდეს. შენ რომ სულ ყველაფერი კარგად გქონდეს, შეუძლებელია გაწყობდეს შენი მეზობლის, ნათესავის, ნაცნობის, მეგობრების დაზარალება. ვინაიდან მათი ზარალი, შენი ზარალიც იქნება“ - აცხადებს ირაკლი წულაია.

„ბიზნესი იმედზე“ გადაცემის ავტორი შემდეგ უკვე იმ თემაზე საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აწყობდეს ოპოზიციას ეკონომიკის დაზარალება? მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის პირველად მიზანი, არა ქვეყნის და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაა. ხელისუფლებაში მოსვლა კი წესით იმიტომ უნდა უნდოდეთ, რომ ქვეყნის კეთლდღეობა უზრუნველყონ. მაგრამ თუ მათ ეკონომიკის დაზარალება აწყობთ, ე.ი. არ აწყობთ მოქალაქეების კეთილდღეობა, თუ ხელისუფლებაში სხვა ძალაა.

შესაბამისად, ქალბატონი თამარი ამბობს იმას, რასაც პოლიტიკოსები პირდაპირ არასდროს გვეტყვიან. ოპოზიციის მიზანი, არა საყოველთაო სიკეთე, არამედ ძალაუფლების მოპოვებაა, თუნდაც ეკონომიკის დაზარალების ხარჯზე. როგორც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ამბობდა, ვერასდროს იქნება კარგი მმართველი ის, ვისი მიზანიც მმართველობაა. თუმცა, შეიძლება პლატონმა კარგად ვერ დაძაბა გონება, რომ ჩერგოლეიშვილის სიბრძნეს ჩაწვდომოდა.

„მაგრამ გონების დაძაბვა ნამდვილად არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეკონომიკა არა პოზიციის ან ოპოზიციის, არამედ ქვეყნის არის. და თუ ქვეყნისთვის კარგი გინდა, შეუძლებელია ეკონომიკის დაზარალება გიხაროდეს. შესაბამისად უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ თუ ოპოზიციას აწყობს ეკონომიკის დაზარალება, მაშინ ქვეყანას არ აწყობს ასეთი ოპოზიცია“,- აცახდებს რუბრიკის დასკნით ნაწილში ირაკლი წულაია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
12 წუთის წინ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა შსს: „112“-ში ჩხუბთან დაკავშირებით ცრუ შეტყობ...
შსს-ს აცხადებს, რომ „112-ის“ ცხელ ხაზზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ ჩხუბთან დაკავშირებით...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...
მიმდინარე წელს გლდანში 16 ფიტნეს ზონა მო...
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრებ...
იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურ...
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩე...