ისანში, უჯარმის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.
როგორც PIA.GE-ს შსს-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი 60 წლამდეა.