მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ

საქართველოს საელჩო ისრაელში

ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე წერს.

„მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა.

ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან Შეხვედრისას ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიᲨვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საკითხს, სოციალურ ქსელში ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანიაც გამოეხმაურა.

„დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ!

ხელშეკრულება მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზაბის ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად. არ დაჭირდებათ დიდი თანხების გადახდა ლეგალურად სამუშაოს მოძიებისთვის. ამაზე საქართველოს ჯანმრთელობის და სიციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს“,- წერს სოციალურ ქსელში ლაშა ჟვანია.