მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისთ ფოინთი“ დეკემბერში მუშაობას არ შეწყვეტს

სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი

„ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდმდგომარეობაა, შესაბამისად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი“, - ამის შესახებ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ და დეკემბრის თვეში გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.