მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი: სწავლის დაწყებას შეიძლება რისკი შეექმნას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს, დისტანციის დარღვევა, პირბადის გამოუყენებლობა, შეიძლება მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მოქალაქეები იყვნენ მობილიზებული და დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რათა მოსწავლეებმა სკოლებში დაბრუნება და უსაფრთხო გარემოში განათლების მიღება განაგრძონ.

ცნობისთვის, საჯარო და კერძო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მარტში აიკრძალა. 1-ელი აპრილიდან კი, სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება. ამ დროისთვის, ინფიცირების 1 278 ფაქტია დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1 058 და გარდაცვლილია 17 პაციენტი.