მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობა

ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის მხრიდან, საკარანტინო ზონაში ქალის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" განცხადებით, საკარანტინო ზონაში ექიმის მხრიდან ერთ-ერთი ქალბატონის მიმართ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი.