საზოგადოება

ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა
17:35 29.09
დაკოპირებულია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის მიზანი სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვაა.

„მემორანდუმი ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს . ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების პროცესი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად აქტიურდება. დღეს ჩვენ გვეძლევა საშუალება , რომ შევუერთდეთ საერთაშორისო მოძრაობას და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა ანტიმიკრობული რეზისტენტობასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმადე შემცირდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის ამოცანების განხორციელებასა და შეამცირებს სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების არამიზნობრივ და არარაციონალურ გამოყენებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა რობერტ სკოვმა.


სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, რო...
26 წუთის წინ
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს. როგორც ეროვნულ დემოკრატიული ინსტი...
29 წუთის წინ
„გამოძიებას ნამდვილად არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ სააკაშვილის მხრიდან ნამდვილად...
35 წუთის წინ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლება დააჩოქა. „ჩვენ...
41 წუთის წინ
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი: ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კ...
„ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით -...
43 წუთის წინ
საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბა...
ფხაკაძე: პრემიერმა რამდენჯერმე გვითხრა,...
„დღეს ეს იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ჩვენი საუბრის. პრემიერ-მინის...
მაია ცქიტიშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლ...
„2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნი...