მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია - ამის შესახებ PIA-GE-ს უწყებიდან აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

უწყების ინფორმაციით, მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას.

გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.

ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით მოხდება.

ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდის ვადებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში  არ დაჯარიმდებიან.