მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი 12 აგვისტოს ქ. წამებულის გამზირზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ხვალ, 12 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირზე N8-სთან წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ბრიგადები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 12 აგვისტოს, შუადღის 16:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ისნის რაიონში:
ქეთევან წამებულის გამზირის N9-65 და N8-74, 300 არაგველის, ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბეს, დოლაბაურის, უჯარმის, გელოვანის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge.