მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი 2 ოქტომბერს სამგორის რაიონში ნაკადულის 1 გასასვლელში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

ჯივიპი სამგორის რაიონში, ნაკადულის პირველ გასასვლელსა და მეორე შესახვევში წყალმომარაგების ქსელს აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწინებით აგრძელებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ სამგორის რაიონში, ნაკადულის 1 გასასვლელში წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 200 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყო.

ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროეტში 40 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელა.

კომპანია ხვალ, 2 ოქტომბერს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 ოქტომბერს, ღამის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ნაკადულის, საფერავის, გაბრიელ სალოსის, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს. მოსკოვის გამზირის ნაწილს, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში: გორგასლის ქუჩის და რუსთავის გზატკეცილის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge