მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი 3 ივლისს მაქს ტილკეს ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ხვალ, 3 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მაქს ტილკეს  ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 3 ივლისს, 23:00 საათიდან 4 ივლისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: საბურთალოს რაიონში: დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, მაქს ტილკეს, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, ჰუბერტის, ანდრონიკაშვილის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს“, - აღნიშნულია ჯივიპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge