მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი ვაკის რაიონში, რადიანის ჩიხში, წყალსადენისა და წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

სისტემის განახლება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრძელებს სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა, ყველა საჭირო ინვენტარით.

ჯივიპი ვაკის რაიონში რადიანის ჩიხში წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს. პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრის სიგრძის ძველი, ამორტიზებული წყალარინების ქსელი. ამჟამად კი მიმდინარეობს 250 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია. ახალ სისტემაზე მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

რადიანის ჩიხის სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 230 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჯივიპი წყალსადენის ქსელზე  სამუშაოებს აპრილის ბოლოს დაასრულებს, რის შემდეგაც ვაკის რაონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.