მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპიმ სამგორის რაიონში საფერავის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

ჯივიპიმ სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემა განაახლა, 2020 წ.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საფერავის ქუჩაზე, ასევე საფერავის პირველ და მეორე ჩიხში, 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად  შეიცვალა.

კომპანიამ ახალ ქსელზე  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოაწყო. ჯივიპიმ პროექტში 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.