საზოგადოება

„ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს

მდინარე ყვირილა
16:12 01.06
დაკოპირებულია

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, პროექტი საპილოტეა და თავდაპირველად ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე ხორციელდება.

„ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე მოხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტი, იგივე შლამი, კი გამოშრება და სამომავლოდ კომპანია მას სარეკულტივაციო ადგილებისთვის სასუქად გამოიყენებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ხორციელდება. კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვასა და თანამედროვე ტექნიკის შეძენაში სოლიდური ინვესტიცია ჩადო, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 ათას დოლარს შეადგენს.

„მოგეხსენებათ, საწარმოს დახურული ციკლის პრინციპით ფუნქციონირება ერთ-ერთი იმ დაპირებათაგანი იყო, რომელიც, ეკოლოგიური პირობების დაცვის თვალსაზრისით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობას მისცა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში ჭიათურის 29-ე გამამდიდრებელ ფაბრიკაში დაინერგა, სამომავლოდ კი საპილოტე პროექტს ჩვენს ყველა ფაბრიკაში განვახორციელებთ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვასა და თანამედროვე ტექნიკის შეძენაში სოლიდური ინვესტიცია ჩადო, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 ათას დოლარს შეადგენს. პროექტი ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.

კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ჭიათურასა და ზესტაფონში, მუდმივად ხორციელდება ისეთი პროექტები, რომელიც მიმართულია არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ეს ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩვენს საწარმოო პროცესს გარემოსთან შემხებლობა აღარ ექნება, მდინარე ყვირილას დაბინძურება კი სრულად გამოირიცხება, რაც ვფიქრობთ, კომპანიის მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“,- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
დღეს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გ...
22:52 09.07
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
კორონავირუსი ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემ...
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
დავით ჩიხელიძე: ცალსახაა, რომ საქართველო...
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით...
იწვევს თუ არა კიბოს ჩასახვის საწინააღმდე...
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები მითების მსხვერპლი ვხდებით. გაუცნობიერებლად გვჯე...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...