მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს სახალისო ვიდეორგოლებით მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ვიდეორგოლებით ორიგინალურად მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან მანგანეზი ავრცელებს.

კომპანიისვე ცნობით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და „ვარციხეჰესში“ დასაქმებულებმა საკუთარი ბავშვობა გაიხსენეს.

„ასევე, კომპანიის თანამშრომლებმა მათი და დღევანდელი თაობის ბავშვებს შორის პარალელები გაავლეს, აღმოაჩინეს მსგავსება და სხვაობა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ულოცავს ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.