მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: რთული დასანახია იტალია დაცარიელებული ქუჩებით - განვიცდი არსებულ მდგომარეობას

თბილისის მერი, 2020 წელი

"რთული წარმოსადგენია იტალია დაცარიელბული ქუჩებით, როდესაც აჩვენებენ ხოლმე კადრებს, როგორც ყველა მეც ძალიან განვიცდი", - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

კალაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული უბედურება მთელს მსოფლიოში და მათ შორის იტალიაშიც მალე დასრულდება და Covid-19-თან ბრძოლაში ადამიანები გაიმარჯვებენ.

"რთული წარმოსადგენია იტალია დაცარიეებული ქუჩებით, როდესაც აჩვენებენ ხოლმე კადრებს როგორც ყველა მეც განვიციდი არსებულ მდგომარეობას. ვინც იცის იტალიური ცხოვრება, ადამიანური ურთიერთობები მისთვის ეს სიტუაცია რა თქმა უნდა ძალინ მძიმე სანახავია. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. ჯერაც უმძიმესი სიტუაციაა. თუმცა დარწმუნებული ვარ ყველაფერი დალაგდება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცახადა კახა კალაძემ.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი კვლავ მზარდია.

ამ დროისთვის, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაავადებულია 74 ათასზე მეტი ადამიანი.