საზოგადოება

კახა კალაძე: ცხოვრების ასეთი წესი უჩვეულოა, მაგრამ რას ვიზამთ

თბილისის მთავრობის სხდომა
23:18 07.04
დაკოპირებულია

დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად მოქალაქეების სახლებში დარჩენის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"თბილისისთვის უჩვეულოა ცხოვრების ის წესი, რაშიც ახლა ვიმყოფებით, მაგრამ რას ვიზამთ. ამ ღონისძიებების გატარება არის გადაუდებელი აუცილებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისელებს, რომელთა უმეტესობა კომენდანტის საათს ძალიან კარგად იცავს. არის გარკვეული დარღვევები, რასაც შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოსდევს. კიდევ ერთხელ ავხსნი თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე- ერთია, როცა ხედავ მტერს და იცი, რისთვის უნდა მოემზადო, მეორეა, ებრძვი მას, რასაც ვერ ხედავ. ამ უხილავმა მტერმა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოში. ვხედავთ, რაც ხდება ევროპულ ქვეყნებში, რა მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, საბედნიეროდ, იქაც ბოლო დღეების განმავლობაში ცოტა დასტაბილურდა სიტუაცია.

ამდენად, მკაცრი ზომები და ნაბიჯები, რაც ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ, იყო აუცილებელი, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას-დარჩით სახლში! თუ რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან. ცოტაც უნდა გავიჭირვოთ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
კახეთის რეგიონში წელს ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენ...
33 წუთის წინ
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად ხორციელდება....
55 წუთის წინ
"ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე და განახლება ემსახუ...
14:39
2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გაავრცელა სასწავლო მას...
14:29
როსკოსმოსი ლიფტების წარმოებას იწყებს „როსკოსმოსი“ გაგარინის ხმიან საყოფაცხოვრებო ლ...
რუსული სახელმწიფო კორპორაციის „როსკოსმოსი“ შემადგენლობაში არსებული ქარხანა, რომელიც რაკეტმზიდების ძრ...
ეკატერინე ტიკარაძემ Covid-19-ის პოსტკრიზ...
ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს...
კილაძე: ვკითხოთ ადამიანებს, თუ დაარქმევე...
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ "ნაციონალური მოძრა...
არჩილ კბილაშვილი საქალაქო სასამართლოს გა...
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავ...