მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: თურმე, ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან და მისი პოლიტიკაში მოსვლა მაშინ გადაწყდა

თბილისის მერი კახა კალაძე - Pia.ge

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა და ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ ინტერვიუს არაეფექტური ტყუილი უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ელდარ გოგოლაძის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს „ექშენი“ აკლდა.

„არ იყო ეფექტური და მინდა, ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ, „ექშენი“ აკლდა. მესმის, 17 წლის წინანდელი კადრია, მე უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ - ბიძინა ივანიშვილი, როდესაც 7-8 წლის იყო, ზუსტად არ მახსოვს და არ მინდა შემეშალოს, ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან. თურმე, მაშინ გადაწყდა ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში. შეგიძლიათ, ლეონიდ ბრეჟნევს დაუსვათ კითხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.