მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კახეთში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი“ - ამინდის პროგნოზი

წვიმიანი ამინდი

დღეს, 22 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება მცირედით, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში დილის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი“, - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

მისი თქმით, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება არ ფიქსირდება.

„თბილისში დილის საათებში მეტად ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი ღრუბლიანობა მცირედით შესუსტდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-23 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი იქნება“, - აღნიშნა მან.