მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში სეტყვის ღრუბლები 380 რაკეტით გაფანტეს

სეტყვა დელტა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად 22 მაისს კახეთის რვავე რაიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სეტყვისგან დასაცავად სისტემამ 380 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა, 2045 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასა დამუშავდა.

რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასები დღის პირველი ნახევრიდან ეტაპობრივად გავრცელდა და სრულად მოიცვა რვავე მუნიციპალიტეტი.

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსალოდნელი მარცვლის ზომამ 51 მმ-ს მიაღწია,ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, რამდენიმე საათიანი აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.