მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: 29 მაისიდან მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ

კალაძე თბილისის მერიაში

" 29 მაისს დილიდან მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ", - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მოსახლეობას.

"29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება საზოგადოებას. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ იყო, თუმცა კარგად ვხვდებით, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რატომ იყო დროებით შეჩერებული. ჩვენთვის, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები მიმართული იყო ზუსტად იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა მოსახლეობა", - აღნიშნა კალაძემ.