საზოგადოება

ქალაქების შესასვლელებთან გამშვებ პუნქტებს პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ

პოლიცია გამშვებ პუნქტზე
09:29 31.03
დაკოპირებულია

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრებისა და მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.

ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნის საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
15 წუთის წინ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა შსს: „112“-ში ჩხუბთან დაკავშირებით ცრუ შეტყობ...
შსს-ს აცხადებს, რომ „112-ის“ ცხელ ხაზზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ ჩხუბთან დაკავშირებით...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...
მიმდინარე წელს გლდანში 16 ფიტნეს ზონა მო...
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრებ...
იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურ...
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩე...