მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი კორონავირუსის წინააღდმეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს აქციას სთავაზობს.

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და მათ სამედიცინო აქციას სთავაზობს!

როგორც ქართულ-ჰონალდიურ ჰოსპიტალში განმარტავენ, აქციის პირობების თანახმად, 1 ივნისიდან თითოეული მედიკოსისთვის (ექიმი, ექთანი, სანიტარი) ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სახის მომსახურება:

  • ნებისმიერ ექიმთან უფასო კონსულტაცია
  • კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები) ფასდაკლებით
  • ფსიქოლოგიური კონსულტირება და დახმარება უფასოდ

აქციის ფარგლებში, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება მცირე ქირურგიული ჩარევები ფასდაკლებით:

  • ნაღვლის ბუშტის ქვების/კალკულოზური ქოლეცისტიტი/ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია
  • მუცლის კედლის და საზარდულის თიაქრების ოპერაციული აღდგენა ბადის გამოყენებით
  • ქვედა კიდურის ვენების ვარიკოზული დაავადების ოპერაციული მკურნალობა

მომსახურების მისაღებად დარეკეთ 591540500 ან ეწვიეთ ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს მისამართზე: გობრონიძის 27.