მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველი IT სპეციალისტები კარანტინში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად ერთიანდებიან

IT სპეციალისტების უპრეცედენტო ინიციატივა

უფასო დახმარება IT საკითხებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის პერიოდში - IT კომპანია „სინტაქსი“ და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრები საქართველოს მოსახლეობას უპრეცედენტო პროექტს სთავაზობენ, რომელშიც შემდგომში სხვადასხვა სტრუქტურების IT ინჟინრებიც სურვილისამებრ ჩაერთვებიან.

აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი საჯარო სტრუქტურის საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტებს ეკუთვნით, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ იზოლაციაში მყოფ თანამოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკური ტიპის პრობლემის გადაწყვეტაში - იქნება ეს დრაივერის დაყენება, მიკროფონის ჩართვა, სხვადასხვა პროგრამების დაინსტალირება და ა.შ. დისტანციურად. 

აღნიშნულ ინიციატივას კომპანია „Syntax” უჭერს მხარს, რომელმაც გამოყო 35 ლიცენზია ინჟინრებისთვის. საიტზე https://support.syntax.ge/ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირება და პრობლემის ინჟინრებისთვის გაგზავნა. პრობლემები მოგროვდება, გაუკეთდება სისტემატიზაცია, რომელსაც თავისუფალი ინჟინერი აიღებს და დაამუშავებს, შემდეგ კი დაუკავშირდება მომხმარებელს. 

დღეს ინიციატივაში ჩართულები არიან ერთ-ერთი საჯარო სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებიც მოუწოდებენ  სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მომუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტებს, ჩაერთონ ამ პროექტში.