მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულის მერიამ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელებზე საკვები პროდუქტი გასცა

მარტოხელებზე ზრუნვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალქეებზე საკვები პროდუქტები გასცა. 

ინფორმაციას ხარაგულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის 78 სოფელში პროდუქტის ნაკრები ხარაგაულის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა დაარიგეს. 

ხარაგაულში 70 წელს გადაცილებული მარტოხელას სტატუსით 206 მოქალაქე ცხოვრობს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხანდაზმულებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ და მათ სხვადასხვა საჭიროებებზეც ესაუბრებიან. მათთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.