მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულში დიალიზზე მყოფი მოქალაქეები ტრასნპორტირებისთვის დამატებით თანხას მიიღებენ

ხარაგაულის მერი

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის 8 აპრილის N49 572 ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე მყოფ 14 მოქალაქეს სამი თვის განმავლობაში პირად ანგარიშზე, ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 200-200 ლარი ჩაერიცხება.

აღნიშნულ ინფორმაციას ხარაგაულის მერიის საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ხარაგაულის მერიის ჯანდცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური პროგრამების მუხლიდან ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეები ყოველთვიურად 100-100 ლარს იღებენ.

"ახლა, როცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება შეზღუდულია, გადავწყვიტეთ, დიალეზზე მყოფ ადამიანებს ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად დამატებით, სამი თვის განმავლობაში, პირად ანგარიშზე 100-100 ლარი ჩავურიცხოთ, თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ“, - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.