მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელვაჩაურში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ხუთ ადამიანს ეძებენ

უხვი ნალექის შედეგები აჭარაში

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ხელვაჩაურის რაიონში სტიქიამ ერთი საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ.

აჭარის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სახლში: დედა, მამა და შვილი იმყოფებოდა.

ამავდროულად მეწყერმა მოიყოლა მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც არსებული ინფორმაციით ორი ადამიანი ისხდა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. სამუშაოებში აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით არის ჩართული,

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მოქალაქეების ყველა შეტყობინებაზე სამსახურს შესაბამისი სამუშაოების ჩატარებული აქვს.