მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვალიდან ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა

წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.