მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქმა კომენდანტის საათი გაითვალისწინა – ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება

უწმინდესი და უნეტარესი

ტაძრების წინამძღვრები დღეს SMS შეტყობინებას მიიღებენ.

აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია ეძლევათ.

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.