საზოგადოება

კომპანიების წარმომადგენლებმა M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვის მისაღებად, მერიას განცხადებით უნდა მიმართონ

თბილისის მერიის ფასადი
00:19 31.03
დაკოპირებულია

იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მომსახურება გაუწიონ და თბილისის მასშტაბით მათი სპეციალური რეგულარული გადაყვანა უზრუნველყონ, განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ.  

აღნიშნულს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებით გაიცემა.

ამასთან, აღნიშნულმა კომპანიამ მგზავრთა ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე, სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია უნდა უზრუნველყოს. 

"მომსახურებისა და სპეციალური რეგულარული გადაყვანის ნებართვა განცხადებას დართული მარშრუტების შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციასთან დაკავშირებულ, ასევე, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლებს მიეცემათ. თბილისის მერიისგან გადაადგილების ნებართვას ასევე, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული კომპანიების, საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის განმახორციელებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებშიც საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ნებართვის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მერიას პრესის ჯიხურების მომარაგებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც უნდა მიმართონ.

აღნიშნული საქმიანობების განხორციელების მიზნით, საჭირო პერსონალის M2 კატეგორიის ავტობუსით გადაყვანასთან დაკავშირებით, კომპანიებმა დოკუმენტაცია თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში უნდა წარადგინონ", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ

117 გარდაცვალების შემთხვევა ბოლო 24 საათ...

იტალიაში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დ...
22:16 27.05
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ს...
21:47 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულები...
20:29 27.05
ხულიოგნობა ბათუმში შსს ბათუმში მომხდარი ხულიგნობის კადრებს ასაჯა...
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, რომელშ...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანია „ემ ბი ჯის“ ხელმძღვანელმა გრემის თემის...
პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებე...
"საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგომადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენ...
პრემიერი: პოლიტპატიმრები არ არსებობენ
„პოლიტიკური კრიზისის დასრულება ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა", - ასე უპასუხა...