მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონსტანტინე გამსახურდია: ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი კეთდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ხარჯს

საქართვველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი

„ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს“,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში აღნიშნავს.

როგორც გამსახურდია წერს, მან ცოტნე გამსახურდია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევან იზორიასთან ერთად 19 სექტემბერს მოინახულა.

„19 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ბატონმა ლევან იზორიამ, ასევე მე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა და საელჩოს კიდევ ორმა თანამშრომელმა მოვინახულეთ ცოტნე გამსახურდია ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში, სადაც იგი რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს გადის. როგორც ჩემი, ისე კოლეგების აზრით, ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს”,- აღნიშნავს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია საკუთარი სახლის სიახლოვეს 19 დეკემბერს დაჭრეს. საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს.

თავად ცოტნე გამსახურდია ჯერ თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, შემდეგ კი თურქეთში გადაიყვანეს. მისი ევროპაში გადაყვანა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.