საზოგადოება

ქრისტინე კარანაია – არტთერაპიის ხიბლი და მისი ეფექტი ბავშვებში

ფსიქოლოგი ბავშვებში არტთერაპიის მნიშვნელობაზე საუბრობს.
00:17 05.06
დაკოპირებულია

ფსიქოლოგი ქრისტინე კარანაია ბავშვებში არტთერაპიის ხიბლსა და ეფექტებზე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, არტთერაპია სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია.

რაც დრო გადის და განვითარების ახალ საფეხურებს ვიპყრობთ, მით უფრო მეტად ვფიქრობთ როგორც საკუთარი, ისე ბავშვების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზე. სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი კი არტთერაპიაა, რომელიც გვეხმარება ეკოლოგიური გზით დავძლიოთ სხვადასხვა ემოციური და ქცევითი დარღვევები. ის წარმატებით გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფური შეხვედრების დროს.

არტთერაპიის მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს საკუთარი ემოციების შესწავლაში, გრძნობების გამოხატვაში, თვითშეფასების ამაღლებაში, აგრესიის დაძლევაში, სტრესთან გამკლავებაში, კომუნიკაციის უნარების განვითარებასა თუ სხვა, პირადი სირთულეების დაძლევაში.

არტთერაპია საშუალებას აძლევს ბავშვებს, შემოქმედებითი გზით გადმოგვცენ ამბავი, რომელსაც ვერბალურად ვერ მოგვიყვებოდნენ. მათი ყველა ნამუშევარი გვიყვება ისტორიას მათ შესახებ, არტთერაპევტი კი სხვადასხვა სიმბოლოს გაშიფვრით კითხულობს ამ ამბავს და ეხმარება ბავშვებს, მათთვის სასიამოვნო, უმტკივნეულო გზით გადაჭრან სირთულეები და განთავისუფლდნენ შინაგანი კონფლიქტებისგან.

არტთერაპია საშუალებას გვაძლევ ავირჩიოთ აქტივობა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვის ინტერესებს. ასეთი თერაპიის მრავალი სახეობა არსებობს:

ყველაზე გავრცელებული და ყველაზე შესწავლილი ფორმაა ხატვა.

ბავშვების უმრავლესობას უყვარს ხატვა. ნახატების საფუძველზე კი არტთერაპევტს შეუძლია შეაფასოს მისი ემოციური და გონებრივი მდგომარეობა და დაეხმაროს მას უარყოფითი ემოციების, შიშებისა და დაძაბულობისგან განთავისუფლებაში.

ბავშვის ყველა ის გამოცდილება, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავს, ასახულია მის ნახატში. ისინი თავიანთ განწყობას ხატავენ ფერებით, გარკვეული სიმბოლოებით აჩვენებენ თავიანთ შინაგან სამყაროსა და დაგროვილ ემოციებს, ფსიქოლოგი კი ეკოლოგიური გზით ეხმარება ბავშვებს პრობლემების მოგვარებაში. პროგრესი აუცილებლად გამოჩნდება მის შემდგომ ნახატებში, რომლებსაც, რამდენიმე ფსიქოთერაპიული სესიის შემდეგ, ბავშვი განახორციელებს.

ქვიშათერაპია ყველა ბავშვისთვის საყვარელი და მიმზიდველი აქტივობაა. ქვიშაში ფიგურების თამაშით ბავშვი თავის პატარა სამყაროს ქმნის, იმეორებს და ირეკლავს იმ ურთიერთობებს, რომლებსაც გარშემო ხედავს. ქვიშაში შეიძლება ამ ყველაფრის გადათამაშება, სასურველი ქცევის ჩამოყალიბებაზე მუშაობა; შიშებთან უსაფრთხო შეხვედრა, მათი განეიტრალება. ქვიშა ამშვიდებს და მეტ შანსს გვაძლევს უკეთესად გავუგოთ ბავშვებს, ჩავწვდეთ მათ გაუცნობიერებელ სწრაფვებს, ემოციებსა და სურვილებს. ქვიშათერაპია ეხმარება ბავშვს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში და ბავშვიც შედარებით ადვილად და მისთვის მისაღები ფორმით ახერხებს კონტაქტს თანატოლებთან; ასევე, ძალიან კარგად ავითარებს ბავშვის მოტორულ უნარ-ჩვევებს; ამავდროულად, ეს მეთოდი ეხმარება მას როგორც ემოციურ განმუხტვაში, ისე მათ გამოხატვაში.

ვფიქრობ, არტთერაპევტისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ინსტრუმენტი მეტაფორული ბარათებია, ის ძალიან კარგი საშუალებაა კომუნიკაციის დასამყარებლად, ამავდროულად არის უნივერსალური და მოქნილი ინსტრუმენტი ყველა ასაკისა და კულტურის ადამიანისთვის. ბავშვებს ხშირად არ ჰყოფნით რესურსი და გამოცდილება, რომ მოახდინონ თავიანთი წუხილის ვერბალიზება, ასოციაციური ბარათები კი საშუალებას იძლევა, მარტივად მოახდინონ საკუთარი სირთულეების ბარათზე პროექცირება.

ეს არის ბარათების ნაკრები, რომელზეც გამოსახული სიუჟეტები წარმოადგენს აზრების, გრძნობების, მოგონებების ან გამოცდილების ერთგვარ მეტაფორას. ის ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, იმოგზაუროს თავის შინაგან სამყაროში, ასოციაციების მეშვეობით ბარათებზე გადაიტანოს საკუთარი პრობლემები და უმტკივნეულოდ, ეკოლოგიურად მოაგვაროს ისინი.

ზღაპარი ბავშვისთვის ყველაზე იდუმალი, მიმზიდველი და მრავალფეროვანი სამყაროა, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს; ამიტომაც სუპერ და საშიში გმირების მეშვეობით უფრო უადვილდება გამოხატოს ის სირთულეები, რომლებიც რეალობაში აქვს – ზღაპრის საშიში გმირები რეალურად ბავშვის ის შიშებია, რომლებსაც პერსონაჟების სახე აქვთ; ზღაპართერაპია – არის ბავშვზე მორგებული ტექნიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ამ რეალურ შიშებს ახლოდან შევეხოთ, ურთიერთობა დავამყაროთ მასთან, შევებრძოლოთ ზღაპრის ბოროტ გმირს და საჭიროების შემთხვევაში დავამარცხოთ ან კეთილ პერსონაჟად გადავაქციოთ კიდეც.

ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მისტიკური თერაპია ნიღბებით თერაპიაა, რომელიც ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ნიღბის მორგებით გაბედულად შეხვდეს საკუთარ სურვილებს, შიშებს, დაბრკოლებებს, გააცნობიეროს ისინი და უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი.

თერაპია ბუნებრივი და დეკორატიული ქვებით – ქვებთან მუშაობა საშუალებას იძლევა, დავამუშავოთ ბავშვის რესურსები, ასევე ხდება კომუნიკაციის სირთულეების დაძლევა, სხვადასხვა კონფლიქტის მოგვარება, შფოთვის კორექტირება.

თერაპია ნიჟარების გამოყენებით – ამბობენ, ნიჟარას ყურს თუ დაუგდებ, საოცარ და ზღაპრულ ამბებს მოგიყვებაო, ბავშვებს კი ძალიან უყვართ საოცარი ამბები; ხოლო ის ისტორიები, რომლებსაც ნიჟარა ყვება, ყოველთვის მათთვის აქტუალური საკითხების ანარეკლია. ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, სასიამოვნო გზით შევქმნათ პოზიტიური განწყობა, გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის სირთულეები, შევამციროთ სტრესი, მოვახდინოთ შფოთვის კორექტირება და დავძლიოთ სხვა, პირადი სირთულეები.

 ჯგუფური არტთერაპია 6 წლიდან ბავშვებს ეხმარება:

✔დაძლიონ ასაკობრივი სირთულეები

✔მარტივად ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან

✔უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი

✔განავითარონ შემოქმედებითი და კომუნიკაციის უნარები

✔აიმაღლონ თვითშეფასება

✔ გამოავლინონ ლიდერული თვისებები

✔გამოიმუშაონ თვითპრეზენტაციის უნარი

✔დაძლიონ სიმორცხვე, აგრესია, შიში.

გამოიყენება საინტერესო და სახალისო ტექნიკები:

ხატვა - ეს არის უარყოფითი ემოციებისგან, შიშებისა და დაძაბულობისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალება.

მეტაფორული ბარათები - პროექციული მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ასოციაციების მეშვეობით ბარათებზე გადავიტანოთ საკუთარი სირთულეები და უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ ისინი.

ქვიშათერაპია - ეს მეთოდი ეხმარება როგორც ემოციურ განმუხტვაში, ისე კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში. ქვიშა ამშვიდებს და მეტ შანსს გვაძლევს, უკეთესად ჩავწვდეთ გაუცნობიერებელ სწრაფვებს, ემოციებსა და სურვილებს.

ზღაპართერაპია - ზღაპრის საშიში გმირები რეალურად ბავშვის ის შიშებია, რომლებსაც პერსონაჟების სახე აქვთ; ზღაპარი გვაძლევს საშუალებას, ამ რეალურ შიშებს ახლოდან შევეხოთ, ურთიერთობა დავამყაროთ მათთან, შევებრძოლოთ ზღაპრის ბოროტ გმირს და საჭიროების შემთხვევაში დავამარცხოთ ან კეთილ პერსონაჟად გადავაქციოთ კიდეც.

ნიღბებით თერაპია - გვაძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ნიღბის მორგებით გაბედულად შევხვდეთ ჩვენს სურვილებს, შიშებს, დაბრკოლებებს, გავაცნობიეროთ ისინი და უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი.

თერაპია ბუნებრივი და დეკორატიული ქვებით - ქვებთან მუშაობისას ჩვენ ჩვენს რესურსებს ვამუშავებთ. ასევე ხდება კომუნიკაციის სირთულეების დაძლევა, სხვადასხვა კონფლიქტის მოგვარება, შფოთვის კორექტირება.

როლური თამაშები მათთვის საყვარელი სათამაშოებით - სირთულეების სათამაშოებით გადათამაშება.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 593 25 38 08 ან ეწვიეთ ბმულს: http://psychologist.ge/qristine-karanaia-arttherapy/?fbclid=IwAR2pNV-tlIyLEEANR2SHAWLK8eST7SWjJFSK9ivPtP402vFaK-nTKDO3iA0

სალომე ზურაბიშვილი ჯვრით

სალომე ზურაბიშვილი: რელიგიურ ტურიზმს უნდ...

„რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...
2020 წლის 30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგ...
13:26
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირ...
13:25
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „ინკლუზია და...
13:21
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუ...
13:09
კულტურის ცენტრი მარნეულში მარნეულის კულტურის ცენტრი ონლაინ პროექტ „პორტ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის...
თბილისის მერი კულტურის სფეროს დაფინანსებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება....
პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაც...
იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა....
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის სადამკვ...
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საუკუპაციო ძალე...