მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო

კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო

კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო. მათგან ხუთი ორთაჭალაში, ორი კი ფონიჭალაში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, გორგასალის ქუჩა N39, N41, N91, N111-ში და გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცეები იმ ტერიტორიებზე განთავსდა, სადაც აქამდე მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეები საერთოდ არ არსებობდა. ტერიტორიაზე სრულად მოეწყო საჭირო ინფრასტრუქტურა.

დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო.

„სკვერის ტერიტორიები, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად იყო ქცეული. თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ. “, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 907 000 ლარი გამოიყო.

შვიდი ახლადმოწობილი სკვერის გარდა, კრწანისში, დამატებით ექვს მისამართზე საბავშვო გასართობი მოედნები და დასასვენებელი ზონები ეწყობა.