მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულუმბეგოვი: დამატებითი შეზღუდვები ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

„გვესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის წევრების, ეპიდემიოლოგებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესაძლო შეზღუდვებს ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს.

„ახლა საზოგადოების ყველა ნაწილი კმაყოფილი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ახლა ჩვენ ადამიანები, რომ მაქსიმალურად გავიაზროთ ის, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც მოვისმინეთ ბუნებრივია დღეს და მერე გაცხადდება ეს ოფიციალური უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომ პრაქტიკულად მინიმალური იქნება ზეგავლენა ჩვენს ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე.

ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს, დაავადებულ ექიმებს კი გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს. ეს არის იმდენად ეგზისტენციალური, სასიცოცხლო, უბრალოდ ამის იქეთ არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

👉 ინფორმაციისთვის, მთავრობა 26 ნოემბერს კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების პრევენციის მიზნით ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პაატა იმნაძე: შეიძლება ყოველდღიურად 10 000 ინფიცირებული გვყავს

👉 კლინიკიდან ციხის საკარანტინო სივრცეში დაბრუნებულ 5 პატიმარს კორონავირუსი აღმოაჩნდა

👉 პაატა იმნაძე: ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება არის კორონავირუსი