მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვრივიშვილი: საკარანტინო სივრცეებთან დაკავშირებით ადგილი აქვს მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას

ტურიზმის ხელმძღვანელი

„ბოლო პერიოდში საკარანტინო პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას აქვს ადგილი. ბუნებრივია მცდელობები არ მართლდება“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული საკითხებით ცდილობენ თავი აარიდონ იმ სავალდებულო, უკვე 12 დღიან კარანტინის პერიოდს, რომელიც უნდა გაიარონ.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საკარანტინო სივრცეების პროექტი, საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით შექმნა და მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის კუთხით. დღევანდელი მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში გამოკვეთილია საქართველოში კოვიდ-19-ის იმპორტირების 300-ზე მეტი შემთხვევა. ალბათ მარტივია საზოგადოებისთვის და მედია საშუალებებისთვის, რომ შეაფასონ თუ რა მოხდებოდა ეს 300 ადამიანი, რომ არ გადაეყვანათ საკარანტინო სივრცეებში, ვირუსი მასიურად გავრცელდებოდა. მოგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ისიმპორტირებული შემთხვევები ყოველდღიურად, მეტ-ნაკლები ინტენსივობით საკარანტინო სივრცეებში დასტურდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის მატარებლები შემოდიან და ამ შემთხვევების ყველაზე ეფექტური პრევენცია სწორედ საკარანტინო სივრცეებია. არაფერი რომ არ ვთქვათ, თუ რა მასშტაბის ღირებულება აქვს საკარანტინო სივრცეებს ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირი ხელშეწყობის კუთხით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სასტუმროების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საკარანტინო პროექტში ჩართვაზე.

„მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ, თუ როგორ ხდება საკარანტინო სივრცეების პროექტში ჩართვა. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მარტივი, მკაფიო კრიტერიუმები, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს ეყრდნობა. ყველა სასტუმრო რომელმაც ინტერესი გამოხატა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, იმ ფიქსირებული ტარიფით, რომელიც სახელმწიფომ დააწესა, დღეს საკარანტინო პროექტში ჩართულია. ასევე დაგიდასტურებთ, რომ სასტუმროების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საკარანტინო პროექტში ჩართვაზე. უარის ორი მიზეზი მივიღეთ. პირველი, გაუგებარი მიზეზების გამო სასტუმროების მფლობელებს ურჩევნიათ სასტუმრო იყოს დახურული ვიდრე პროექტში ჩაერთოს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობით სასტუმროების მეპატრონეებს საშუალება ექნებათ თანამშრომლები დასაქმებული ჰყავდეთ, მეორე მიზეზია იმ სასტუმროების კატეგორია, რომელმაც შიდა ტურიზმიდან საბედნიეროდ საკმაოდ მაღალი დატვირთვის კოეფიციენტი მიიღო“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებში არსებულ პირობებს, ქვრივიშვილი აცხადებს, მზად არის მაქსიმალური ინტენსივობით გაიმართოს მედიატურები არსებულ საკარანტინო სივრცეებში.

„უზრუნველვყოფთ, თქვენს ჩასვლას, პროტოკოლების დაცვით, თქვენ შეაფასეთ არსებული მდგომარეობა და შემდეგ მიაწოდეთ ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებას. ეს არის 5 ვარსკვლავიანი სერვისი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს, რომ კარანტინში მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტული გარემო“, - დასძინა მარიამ ქვრი