მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლადო აფხაზავა: ონლაინ გაკვეთილებმა მოსწავლეებს ინტერნეტის სწორად გამოყენება ასწავლა

ლადო აფხაზავს კომენტარი ონლაინგაკვეთილებზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა პროექტ ტელე-სკოლას დადებითად აფასებს. მისი თქმით, კორონავირუსის შედეგად დამდგარი მოცემულობა მოსწავლებისა და მასწავლებლებითვის ციფრულის საუკუნის გამოწვევაა, რომელსაც თავს ერთობლივად ართმევენ.

"აღფრთოვანებული ვარ ტელე-სკოლით ძალიან მაგარი პროექტია. ძალიან ბევრი ადამიანი არ ელოდებოდა მის ასეთ წარმატებას, მაგრამ უკვე წარმატებლია, რადგან ბევრი მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი ჩაერთო მასში. როგოც ხედავთ, ციფრული საუკუნეში ვართ და კორონავირუსმა ონლაინ გაკვეთილებისთვის მზაობის აუცლებლობა დაგვანახა. ეს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის სამომავლო გამოწვევაა და ერთად ვიძენთ იმ კომპეტენციას, რაც მომავალში, ციფრულ საუკუნეში დაგვჭირდება. მოსწავლეები მასწავებლებს გვეხუმრებიან კიდეც - ახლა დაგჭირდათ ონლაინ რომ ვიყოთ მასწავლებელო, ახლა კარგია ინტერნეტი? მიხარია რომ მოსწავლეები გამოგვყვნენ ამ პროცესში. საყოველთაო კარანტინის პერიოდი არა თუ უმოქმედობის, არამედ პირიქით – მოქმედების და ორგანიზებულობის დროა. ცოტა დავაგვიანეთ კიდევაც, მაგრამ ვფიქრობ, დავეწევით ამ პროცესებს", - განაცხადა აფხაზავამ.

ამასთან აფხაზავამ PIA-GE-სთან ონლაინ და ტელეგაკვეთილების დადებით და უარყოფით მხარეზე გაამახვილა ყურადღება.

აფხაზავავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დისტანცირებულად სწავლების პროცესში, მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის უნარჩვევბის გამომუშავება ძნელია, მათ ინტერნეტის შედარებით ნაყოფიერად გამოყენება დაიწყეს.

"რა თქმა უნდა, მასაც აქვს თვისი მინუსი. შეიძლება ამ მეთოდით მოსწავლემ მიიღოს ცოდნა, მისცე სამუშაო და დაგიბრუნოს შესრულებული დავალება, მაგრამ ონლაინ გაკვეთილებით ძნელია იმ უნარჩვევბის გამომუშავება, რაც ადამიანებს ურთიერთობისთვის, გუნდური მუშაობისა და ჯგუფური სამშაობის შესასრულებლად სჭირდებათ. რაც შეეხება დადებით მხარეებს, მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებმა ინტერნეტის სწორი გამოყენების გზაზე დააყენა. ინტერნეტში გამოყენებული დროის დიდი ნაწილი უკვე განათლების მიმართულებით იხარჯება", - განუცხადა PIA.GE-ს ლადო აფხაზავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი გამო 21 აპრილამდე საგანგეო მდგომარეობა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმია ამოქმედებული. აღნშნული ღონისძიებების ფარგლებში, სკოლები ონლაინსწავლების მეთოდზე არინ გადასული. 

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ტელესკოლის მეთოდით მიღებული განათლება აუცილებლად ეფექტიანი იქნება.