მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფქვილის წარმოება შეშუფერხებლად მიმდინარეობს – მარაგები საკმარისია

სოფლის მეურნეობის მინისტრი წისქვილში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს "ჯეომილის" წისქვილკომბინატში იმყოფებოდნენ და არსებულ მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

"ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგებიც საკმარისია. ჩვენს მიერ შემუშავებული "პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, წისქვილკომბინატებს საშუალება ეძლევათ მეტი მარაგები შექმნან და ფქვილზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.