საზოგადოება

ლევან რატიანი: ყველაზე მძიმე პაციენტმა შესაძლოა, კლინიკა დატოვოს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი „თავისუფალ სივრცეში“
22:29 06.04
დაკოპირებულია

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენს კლნიკაში არიან ყველაზე მძიმე პაციენტები მოთავსებული, რომლებიც რეანიმაციის დეპარტამენტში მკურნალობენ. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში გვიწევს 7 პაციენტი, აქედან 4 იმყოფება მართვით სუნთქვაზე" - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ "თავისუფალ სივრცეში"  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ყველაზე მძიმე პაციენტის საავადმყოფოდან გაწერაც უახლოეს დღეებში იგეგმება.

"62 წლის ქალბატონი, რომელიც მარნეულიდან შემოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, მას ჰქონდა გულის უკმარისობა და ინფაქტიც ჰქონდა გადატანილი. ამ ეტაპზე ეს ქალბატონი მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან და მისი მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს. ბოლო ჩატარებული ტესტით ქალბატონთან უარყოფითი პასუხი მოვიდა, კიდევ ველოდებით ტესტის პასუხს ამ ქალბატონზე. იმედია, უარყოფითი პასუხი მოვა და გაეწერება კლინიკიდან," - აღნიშნა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე მძიმე პაციენტები მოთავსებული, როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, კლინიკა აღჭურვილია ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რასაც მოითხოვს მსოფლიო სტანდარტები.

"ჩემი ცხოვრების ამოცანა იყო, შემექმნა ისეთი განყოფილება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს დაამშვენებდა და ზუსტად ასეთი განყოფილება მაქვს. ჩვენი ყველა ექიმი თავდაუზოგავად იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს" - განაცხადა ტელეკომპანია „აჭარის“ პირდაპირ ეთერში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

სუფთა ჰაერი

თბილისი European Safest Destination 2020...

ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-...
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ტირიფები ამოძირკვეს. ათობით ხის მოთხრის მიზეზად, თვითმმართველობაში მცე...
21:54 30.05
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი წყლის გუბეში დაიხრჩო. როგორც PIA.GE-ს შინა...
21:42 30.05
ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მოთავსებული 11 ინფიცირებული პაციენტიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელდა. ორივე მა...
21:21 30.05
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული კლება ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ჩინეთის მასშტაბით, კოვ...
19:51 30.05
ირაკლი წულაია: „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით, „ფრონტერას“ თემაზე წერილის ავტორ კონგრესმენებთან აქტიურად მართავდა შეხვედრებს ირაკლი წულაია თამარ ჩერგოლეიშვილს: თუ ვიტყვით...
„არიან ადამიანები, ვისაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა გულს უხარებს. ფიქრობენ, რომ ეკონომი...
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა,...
მარიამ ქვრივიშვილმა და შვეიცარიის ელჩმა...
საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირ...
სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალე...
სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ ტყის მასივში აღმართულია უკანონ...