მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „მაგნიტის“ მომხმარებლებს შემდეგი დაფასოებული პროდუქტების - მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი - შეძენა ფასნამატის გარეშე შეეძლებათ. 

„მაგნიტი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობს თანადგომა გამოუცხადოს მომხმარებლებს და მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა უწყებას, შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში კომპანიამ Stopcov ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.

„მაგნიტმა“ სურსათითა და პირველადი მოხმერების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადის დაკვირვებასა და მკურნალობას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში (21 მარტიდან 21 აპრილამდე), „მაგნიტის“ ფილიალებში მომუშავე ყველა თანამშრომელი 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებზე გააკეთა და დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით 213 ფილიალს და 4000-ზე მეტ დასაქმებულ ადამიანს აერთიანებს.