მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: 2 კრიტიკული პაციენტი გვყავს - შეუძლებელია მათი მდგომარეობის პროგნოზირება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან ღამე 2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ 3 პაციენტი, რომელთა მდგონმარეობა მძიმე იყო დასტაბილურდა. მისივე თქმით, პაციენტიდან, რომლებიც ინფექციურ კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას უმეტესობის მდგომარობა საშუალო სიმძიმსაა.

"შემიძლია ვთვქა, რომ 2 კრიტიკულად მძიმე პაციენტის მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია. აქედან გამომდინარე შეუძლებელია მათი მდგომარეობის პროგნოზირება. დანარჩენი სამი პაციენტისმდგომარეობა დასტაბილურდა, გუშნდენლი პაციენტი, რომელიც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ მისი მდგომარეობა დღეს უკვე სტაბილურია, იმედია ხვალ კიდევ გაუმჯობესდება. დანარჩენი 33 პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლები სიმძიმისაა, უმეტესობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, რამოდენიმე კი საშუალო სიმძიმის პნებვმონიით არის მოთავსებული", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციური საავდმყოფოს მედპერსონალი პერიოდულობით გადიან ტესტირებას და ისინი აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან.

"პროტოკოლის მიხედვით, გარკვეული პერიოდულობით ჩვენ თანაშრომლობის ტესტირებასა ვახდენთ და ღვთის შეწევნით სამედიცინი ცენტრში მედპერსონალი არის ჯანმრთელი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

პირველი აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე 23 გამოჯანმრთელებული პაციენტია, ხოლო კარანტინის რეჟიმშია 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 310 მოქალაქე რჩება.