მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ბავშვებში მძიმე პაციენტი არ გვყოლია, მაგრამ ეს კავასაკის სინდრომს არ გამორიცხავს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020

"კავასაკის სინდრომზე საუბარია მაშინ, როცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. საბედნიეროდ, საქართველოში ბავშვთა დადასტურებულ შემთხვევებში მძიმე არც ერთი პაციენტი არ გვყოლია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია იყოს კავასაკის სინდრომი. თუმცა, ეს არის ცოტა შორეული შედეგები",-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვ პაციენტებს, სიფრთხილის მიზნით, გაწერის შემდეგაც უნდა ჩაუტარდეს კვლევები.

"უნდა გავაფრთხილოთ ყველა კლინიკა, რომ ბავშვს პაცინეტებს ოჯახის ექიმების მეთვალყურეობა უნდა გაუგრძელდეთ კვლევები",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.