მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგდა

ჰოლანდია პირბადეებს ჩინეთს უკან უბრუნებს

მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ქართული წარმოების პირბადეებით მომარაგდა.

აღნიშნული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეძენა, რომლის ერთეულის ფასი 50 თეთრი იქნება.

ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. ამ ეტაპზე, გაიყიდება 400 000 ერთეული პირბადე. დედაქალაქის შემდეგ ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება. ხვალ საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხი მსხვილი სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პეესპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.

მსოფლიოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის პირბადეების ადგილობრივი წარმოება რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყო სამკერვალო საწარმოებში პირბადეების უსასყიდლოდ დამზადება და მათი იმპორტული დოლბანდის ნედლეულით უწყვეტი მომარაგება.