მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

სოფელი დამიაში

მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფასტრუქტურის განვითარების მიზნით, მასშტაბური პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალუტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები კიდევ ერთ სოფელში, დამია გეურარიხის ადმინისტაციულ ერთეულში შემავალ, სოფელ დამიაში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა 2000 მეტრის მოცულობის გზა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გზებზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 587 012 ლარითაა დაფინანსებული.